მედიცინის ფაკულტეტის

ერთსაფეხურიანი დიპლომირებული
მედიკოსის პროგრამა

ფაკულტეტის შესახებ

  • ზოგადი ინფორმაცია
  • ადმინსიტრაცია
  • პროგრამები
  • პერსონალი
  • წლიური რეიტინგები
  • ფაკულტეტის დებულება
  • სიმულაციური ცენტრი
  • სიახლეები

ეროვნული გამოცდა

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ბიოლოგია
  • უცხო ენა

არჩევითი გამოცდა

  • ან მათემატიკა
  • ან ქიმია
  • ან ფიზიკა

არჩევითი გამოცდა უცხო ენაში

  • ინგლისური ( ქულათა 80% > )

ჩარიცხვასთან დაკავშირებული პროცედურები:

საბაკალავრო პროგრამები:

ქუთაისის უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდებიის წარმატებით ჩაბარება. სხვადასხვა საგანამანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები განისაზღვრება პროგრამების მიხედვით.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.

სამაგისტრო პროგრამები:

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ჩაირიცხება საერთო სა­მა­გისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ან ში­და/გარე მობილობის საფუძველზე, ან საერთო სამაგისტრო გა­მოც­დე­ბის ჩაბა­რე­ბის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ჩაირიცხება საერთო სა­მა­გისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ან ში­და/გარე მობილობის საფუძველზე, ან საერთო სამაგისტრო გა­მოც­დე­ბის ჩაბა­რე­ბის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგ­რამაზე მი­ღე­ბის დამატებითი პირობებია:

  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება სპეციალობაში. შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საკითხები და გამოსაცდელ პირთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.unik.edu.ge) გამოცდების დაწყებამდე არანაკლებ სამი თვით ადრე.
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება ინგლისურ ენაში, სავალდებულოა ინგლისური ენის გამოცდის შედეგად დადასტურდეს ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა. ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენა ხორციელდება „ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად. B2 დონის დადასტურება ასევე შესაძლებელია ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტით. ინგლისური ენის ცოდნის დონის შესაბამისობის დადგენისას სახელმძღვანელო ინფორმაცია:ინგლისური ენა:  CEFR B2 IELTS exam – 5.5 BEC exam and CELS exam – Vantage Cambridge exam – FCE TOEIC – 785 TOEFL iBT – 72 TOEFL ITP – 543

ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს კანდიდატის მიერ ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხური) დასრულება (საქართველოში ან საზღვარგარეთ). სავალდებულოა ზემოაღნიშნულის დოკუმენტურად დადასტურება.

პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლებას მოიპოვებენ:

პირები, რომლებსაც „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224ნ ბრძანების საფუძველზე უფლება აქვთ ჩაირიცხონ უნივერს ტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან დაადასტურონ ქართული ენის B2 დონეზე ფლობა „ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად. პროგრამაზე  საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული პირები არ თავისუფლდებიან შიდა საუნივერსიტეტო გამოცდებისგან (სპე­ცია­ლობასა და ინგლისურ ენაში-B2 დონე).

პროგრამაზე ასევე დაიშვებიან:

,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების შესაბამისად მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტები.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • CV/რეზიუმე
  • სამოტივაციო წერილი
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დიპლომის ნოტარიული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით
  • სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • პირადობის ასლი
  • NAEC-ის ბარათი
  • 2 ფოტოსურათი + CD
  • შევსებული ფორმა 1 (პირადი მონაცემების შესახებ)

სწავლის დაფინანსება: სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა ფინანსდება სახელმწიფო გრანტით.

სადოქტორო პროგრამები:

სადოქტორო პროგრამებზე მიღებისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ეკონომიკასა ან ბიზნესის ადმინისტრირებაში. სხვა აკადემიური ხარისხის მქონე კანდიდატებისთვის კი სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც ექნებათ სამეცნიერო პუბლიკაციები ეკონომიკის ან ბიზნესის თემატიკაზე და სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობა (სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები და შრომების კრებული სხვა საბუთებთან ერთად უნდა იქნას წარმოდგენილი).
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 2 ფოტოსურათი;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისათვის).
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები:

  1. პროგრამაზე დაშვების აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, რისთვისაც  კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომი ან ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი, ან ჩააბარონ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა. გამოცდა ჩატარდება „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად, რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე: unik.edu.ge . ინგლისური ენის გამოცდის ორივე კომპონენტში მიღებული შედეგების მინიმალური ბარიერი შეადგენს 80 ქულას. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას. 
  2. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე კვლევითი განაცხადის ფორმა განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: unik.edu.ge. კვლევითი განაცხადის და პრეზენტაციის შეფასება ხდება სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც განთავსდება ქუთაისის უნივერსიტეტის ვებგვერდზე: unik.edu.ge.
უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშეც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
  • თუ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე და უცხო ქვეყანაში მიიღეთ სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

  • თუ ხართ საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყანაში მიიღეთ სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეთ უცხო ქვეყანაში;

  • თუ ხართ უცხო ქვეყნის მოქალაქე (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), სწავლობთ/სწავლობდით და მიღებული გაქვ კრედიტები/ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

  • თუ ხართ საქართველოს მოქალაქე (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრობდით არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში და მიღებული გაქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი