რატომ UNIK?
ჩვენი ისტორია
ქუთაისის უნივერსიტეტი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა დასავლეთ საქართველოში, რომელიც 1991 წელს დაარსდა.
ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ხარისხიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. ქუთაისის უნივერსიტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მედიცინის და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტები, რომლის ფარგლებში ხორციელდება, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები.
სტუდენტური ცხოვრება
ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს აკადემიური განათლების გარდა, სთავაზობს სახელოვნებო და კულტურული მიმართულებებით განვითარებას.
უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ქმნის შემოქმედებით გარემოსა და პირობებს და ხელს უწყობს მათ რეალიზებას ხელოვნების მიმართულებით. ამ მიზნით შექმნილია თეატრალური დასი, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ერისა“, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი „სენსაცია“.
ქუთაისის უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური კლუბები რომლებიც იქმნება სტუდენტების ინტერესიდან გამომდინარე, კლუბის არსებობა მისი შინაარსით მოიცავს ერთი ინტერესის ქვეშ მყოფი სტუდენტების გაერთიანებას ერთი ქოლგის ქვეშ რომლებიც გეგმავენ ექსტრაკურიკულურ აქტივობებს.
უნივერსიტეტის სტუდენტებს უფლება აქვთ ჩამოაყალიბონ სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების მქონე კლუბები სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრთან და სტუდენტურ თვითმმართველობასთან შეთანხმებით.
საერთაშორისო აღიარება
ქუთაისის უნივერსიტეტი, EUA-ს (ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის) ინდივიდუალური ასოცირებული წევრია. იგი საქართველოს მასშტაბით მეხუთე კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანდა, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩასართავად. ქუთაისის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში თანამშრომლობს 21 ქვეყნის 67 უნივერსიტეტთან. ეს ფაქტი კი, საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. ისინი ინტენსიურად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, ამავდროულად, ქუთაისის უნივერსიტეტში განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. გარდა იმისა, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი ორიენტირებულია ხარისხიანი განათლების მიცემაზე, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებასა და სტაჟირებაზე.
კონფუცის კლასი
კონფუცის ინსტიტუტი/კლასი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ ჩინური და უცხოური პარტნიორი უნივერსიტეტები. კონფუცის ინსტიტუტი/კლასი მიზნად ისახავს ჩინური ენის სწავლებას და ჩინური კულტურის გაცნობას ფართო საზოგადოებისადმი. ინსტიტუტი ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა საგანამანათლებლო გაცვლიტი პროექტების ორგანიზებას.
2020 წელს, ქუთაისის უნივერსიტეტმა და სინციანის სამედიცინო უნივერსიტეტმა, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და შეთანხმდნენ, რომ ერთად ჩამოეყალიბებინათ ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე „კონფუცის კლასი “.
კონფუცის კლასი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ჩინური ენის შესწავლას და ცნობიერების ამაღლებას ჩინეთის და ჩინური კულტურის შესახებ. ინსტიტუტის მიზანია შექმნას პლატფორმა მეგობრული თანამშრომლობისთვის_ ენობრივი განათლებისა და კულტურათშორისი სწავლების შესახებ.
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტი + ქუთაისის უნივერსიტეტისგან სტიპენდია 10 თვის განმავლობაში (225 ლარის ოდენობით)
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 70%-იანი სახელმწიფო გრანტი + 30%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 50%-იანი სახელმწიფო გრანტი + 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
- ქუთაისის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად არჩევა + 30%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში 60 ქულა + 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
- ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში 25 ქულა + 50%-იანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტი
დიახ, უფრო მეტიც! სახელმწიფო გრანტი = უფასო სწავლას + სტიპენდია;
დიახ! ქუთაისის უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს სთავაზობს გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკს - სწავლის საფასურის 10 თვეზე გადანაწილებას.